workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: ”დარწმუნებული ვარ, რომ გვარდიოლა დარჩება”

პუიოლი: ”დარწმუნებული ვარ, რომ გვარდიოლა დარჩება”

”ბარსელონას” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

”ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ გვარდიოლა ”ბარსელონაში” დარჩება. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვართ განწყობილი. ზოგჯერ გუნდი ძალიან კარგად თამაშობს, ზოგჯერ შედარებით ცუდად, მაგრამ ფეხბურთელები მოედანზე მთელი ძალით იხარჯებიან და მინდორზე ტოვებენ მთელ ენერგიას. ჩვენი გუნდი მზადაა გააგრძელოს დაწყებული საქმე. ვფიქრობ, რომ მთავარი მწვრთნელიც ჩვენთან ერთად იქნება” – ”ბარსელონას” კაპიტანმა ეს კლუბის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ხოსეპ გვარდიოლა და კლუბის ხელმძღვანელობა აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება იანვრის ბოლომდე უნდა მოხდეს. როგორც პრესაში ვრცელდება პეპ გვარდიოლა კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში