კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ “ვისენტე კალდერონზე” მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენი გეგმა არ უნდა შევცვალოთ. “ატლეტიკო” საპასუხო მატჩში გაიმეორებს იგივეს, რაც მეორე ტაიმში შემოგვთავაზა. ჯერ აგდაწყვეტილი არაფერია.
“როხი-ბლანკოს” არ ჭირდება ბურთის ფლობა იმისათვის, რომ მეტოქეს ხიფათი შეუქმნას. ჩვენ კი შეგვიძლია თამაშის ხარისხი გავაუმჯობესოთ.” – განაცხადა ლუის ენრიკემ.



