მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იუვენტუსი” გომეშით ინტერესდება

“იუვენტუსი” გომეშით ინტერესდება

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი “ბარსელონას” ნახევარმცველის, ანდრე გომეშის მომსახურებით ინტერესდება, იტყობინება Mundo Deportivo.

“ბებერი ქალბატონი” აპირებს ისარგებლოს იმით, რომ კატალონიურ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ფული სჭირდება, კერძოდ, ლიონელ მესისთან. ამ დავალების გადაწყვეტისათვის, ესპანურ გრანდში თვლიან, რომ რამდენიმე ფეხბურთელი ტრანსფერზე უნდა განათავსონ. თუმცა “იუვენტუსში” ესმით, რომ გომეშს ტრანსფერზე არ განათავსებენ, თუ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე თავის პოსტზე დარჩება. “ბარსელონამ” ანდრე გომეში “ვალენსიადან”, მიმდინარე სეზონის სტარტამდე, მწვრთნელის დაჟინებული მოთხოვნით იყიდა. გარდა ამისა, თავად პორტუგალიელი ფეხბურთელიც არ ფიქრობს კლუბის შეცვლაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში