კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველი მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
“ჩვენი მიზანი პირველ მატჩში გამარჯვებაა, ამისთვის კი მეტოქეზე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. ასევე საჭიროა მათ პრესინგსა და ფანტასტიკურ ატმოსფეროზე გამკლავება. არ ვფიქრობ, რომ სიმეონე რადიკალურად შეცვლის ძირითად შემადგენლობას – ამის გაკეთებას არც მე ვაპირებ. ნებისმიერ შემთხვევაში, “ატლეტიკო” ძლიერი მოწინააღმდეგეა.
შრომისმოყვარე და მაღალი დონის მეტოქე გველოდება. “ატლეტიკო” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. რთული მატჩი იქნება.”-ამბობს ენრიკე.



