თუ თქვენ ჯერაც არ იცით, “ბარსელონას” ლა ლიგის, თასისა და ჩემპიონთა ლიგის მეტოქის შედეგები, მაშინ ამის გაგება, სტატიაში შეგიძლიათ.
ნულოვანი ფრე “ესტადიო მენდისოროსაზე”
“ალავესმა”, რომელმაც, არა მხოლოდ, ესპანეთის თასზე მიაღწია დიდ წარმატებებს, არამედ შინ “ატლეტიკოს” ფრედ ეთამაშა.
მაგრამ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ალავესის” ფეხბურთელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს. მაგალითად, “ალავესმა” 19-ჯერ დაარტყა კარისკენ, ასევე მათ ბურთის ფლობა 61% ჰქონდათ.
ცნობისთვის, “ატლეტიკო” მეოთხე ადგილზეა. ის “ბარსელონას”, 6 ხოლო ლიდერ “რეალს” 10 ქულით ჩამორჩება.
“სევილიამ” კატალონიაში წააგო
“სევილიას” შეეძლო, დროებით გადანაცვლებულიყო ლიდერის პოზიციაზე, მაგრამ “დალაქებმა” კატალონიაში, “ესპანიოლთან” წააგეს.
ანდალუსიელებისთვის მატჩი საშინლად დაიწყო: ჯერ მათ გაუგდეს პირდაპირ წითელი ბარათით ნიკო პარეხა და შემდეგ, ხოსე ანტონიო რეიესმა პენალტით გაიტანა.
“სევილიამ” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა იოვეტიჩის გოლით, მაგრამ ეს საკმარისი არ აღრმოჩნდა მოსაგებად/ანგარიშის შესანარჩუნებლად, რადგან მარკ ნავარომ და ჟერარ მორენომ გოლები გაიტანეს.
ამით, “სევილიამ” დაასრულა 5-მატჩიანი მოგებათა სერია ლა ლიგაში. ასევე, ანდალუსიელებს “ბარსელონამ” გადაუსწრო. მიუხედავად იმისა, რომ მათ თანაბარი ქულები აქვთ, ურთიერთშეხვედრაში “ბარსელონამ” 2-1 მოიგო.
“რეალმა” უპირატესობა” გაზარდა
“ბარსელონას” ფრის და “სევილიას” წაგების შემდეგ, “რეალს” ბრწყინვალე შანსი მიეცა უპირატესობის გაზრდისთვის, “რეალმა” შანსი გამოიყენა, დაამარცხა რა “რეალ სოსიედადი” და წინ გაიჭრა 4 ქულით.
მატეო კოვაჩიჩმა პირველი ტაიმის მიწურულს, “რეალი” წინ გაიყვანა, რონალდუმ 51-ე წუთზე ანგარიში გაზარდა ორამდე, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა ალვარო მორატამ წერტილი დაუსვა “რეალის” კომფორტულ მოგებას.
“ბილბაომ” “სპორტინგს” მოუგო
“ბარსელონას” ლა ლიგის მომდევნო მატჩში, “ბილბაოს” მასპინძლობა მოუწევს, მაგრამ ისინი კატალონიელებისათვის ნაცნობი მეტოქეები არიან, რადგან 2017 წელს ეს ორი გუნდი მესამედ შეხვდება ერთმანეთს.
ბასკები, მართალია ჩოპის დარტყმის შემდეგ, აგებდნენ, მაგრამ მათ მუნიაინის და ადურისის დახმარებით მოიგეს. ცნობისთვის, ადურისმა გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.
პსჟ-მ ვერ მოიგო
“ბარსელონას” მსგავსად, პსჟ-საც პრობლემები აქვს შიდა ჩემპიონატში. ლიდერ “მონაკოსთან” მატჩში, პარიზელებს 3 ქულა ჭირდებოდათ, მაგრამ მხოლოდ 1 აიღეს.
თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე, ედისონ კავანიმ მოახერხა გოლის გატანა პენალტით, რომელიც დრაქსლერმა მოიპოვა.
ბერნანდუ სილვას გოლით, “მონაკომ” მსაჯის მკიერ დამატებულ დროში გაათანაბრა.




Mes que UN club ყოჩაღ, ან ბოლო დროს მაგარ სტატიებს წერ
ვიცოდეთ მეტი მსაჯებზე!
ბეტისი 1-1 ბარსელონა
მსაჯებმა კვლავ წაართვეს ბარსელონას ქულები, ამჯერად 2.
1. არასწორად დაფიქსირებული თამაშგარე.
2. ნეიმარი თავისუფალ ზონაში არ გაუშვეს არასპორტული ჯარიმით, ყვითელი ეკუთვნოდა მცველს, მსაჯმაჯარიმაც არ დადო.
3. გოლის გატანისას ბეტისის ორმა ფეხბურთელმა ბარსას მეკარეს, საჯარიმოში ბლოკირება გაუკეთა, რაც დარღვევაა. მაგრამ მსაჯებმა ესეც ვერ დაინახეს.
4. ბარსელონას გოლი არ ჩაუთვალეს რადგან მსაჯებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბურთმა კარები 1 მეტრით გადაკვეთა
და 5. ამავე ეპიზოდში გოლამდე აშკარა პენალიც არ დაიდო, თანაც 2 მიზეზი იყო, ნეიმარი წააქციეს და იქვე ალბა .
6. მიუხედავად იმისა რომ დრო საკმაოდ გაიჭიმა მატჩის მსვლელობისას და მინიმუმ 4 წუთი უნდა დამატებულიტო ძირითად დროს, მსაჯმა სტანდარტულას 3 წუთი დაამატა.
7. დამატებით დროში თამაშის შეფერხების გამო მსაჯს კიდევ მინიმუმ 30 უნდა დაემატებინა, ამის ნაცვლას მან რამოდენიმე წამი მოიპარა კიდეც.
პ.ს. ეს უკვე 10 წართმეული ქულა მსაჯებისგან. ვულოცავ მსაჯრიდის რეალის გულშემატკივრებს, წელს ჩემპიონები გახდებიან მსაჯრიდელები, ამაზე ძაან თავხედურად და დაუფარავად მუშაობს მადრიდის პედერაცია!
http://www.eurosport.ru/football/liga/2016-2017/story_sto6040715.shtml
sxva matCebi
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, “ბარსელონამ”, სამწუხაროდ, ქულები ბევრჯერ დაკარგა ერთია მწვრთნელის შეცდომა (არასწორი როტაციები), მეორეა მსაჯების ჩარევით დაკარგული ქულები. რომ ყოფილიყო ვიდეო მსაჯი დრეს ბარსელონა ერთპიროვნული ლიდერი იქნებოდა!
მიზეზები, თუ რატომ დაკარგა “ბარსელონამ” სტატიაში, შევაჯამეთ ქულების დაკარგვის მიზეზები და ახლა, შეგიძლიათ, ამას ქვემოთ გაეცნოთ:
“ბარსელონა” – 1-1 “ატლეტიკო”, მე-5 ტური (-2 ქულა)
– მესის ტრავმამ (59') გუნდს მორალური დარტყმა მიაყენა, ასევე გუნდს სათამაშო სტილის შეცვლა მოულოდნელად მოუწია;
– სანამ არგენტინელი გავიდოდა, “ბარსელონა” იგებდა;
“სელტა” 4-3 “ბარსელონა”, მე-7 ტური (-3 ქულა)
– კიდევ ერთხელ, არასწორი როტაციები ენრიკესგან. მან ინიესტა და რაკიტიჩი სათადარიგოთა სკამზე დატოვა;
– ინიესტას და რაკიტიჩის შემცვლელებმა – ანდრე გომეშმა და არდა თურანმა, დამაჯერებლად ვერ ითამაშეს;
– “ბარსელონა” 33 წუთისთვის, აგებდა 0-3;
მაგრამ:
– რეფერიმ, როცა სხვაობა 1 გოლი იყო, სუფთა პენალტი არ დადო, როცა ნეიმარი საჯარიმოში წააქციეს; ეს მინუს 2 ქულა
“ბარსელონა” 0-0 “მალაგა”, მე-12 ტური, (-2 ქულა)
– ლუის ენრიკემ, რაკიტიჩი და ალბა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. მატჩს, მოულოდნელად, ბოლო წამს, გამოაკლდა მესი, ასევე ტრავმირებული იყო ინიესტა და დისკვალიფიცირებული – ლ. სუარესი;
– “ფიფას ვირუსმა” “ბარსელონა” ძლიერ დააზარალა;
– “მალაგას” მეკარე, კარლოს კამენიმ რამდენიმე ურთულესი ბურთი აიღო;
მაგრამ:
– რეფერიმ გააუქმა პიკეს სუფთა გოლი
– ასევე არ დადო 2 100%-იანი პენალტი.
“ვილიარეალი” 1-1 “ბარსელონა”, მე-17 ტური (-2 ქულა)
– არბიტრმა,2 100%-იანი პენალტი არ დადო განზრახ ხელით თამაშზე, ბრუნო სორიანოს მიერ;
– მესიმ, უკანასკნელ წუთზე, ქულა გადაარჩინა ბრწყინვალე ჯარიმით;
– “ბარსელონამ” კარგად ითამაშა და 1 გოლზე მეტი ნამდვილად დაიმსახურა.
პესეჟესთან ჩემი აზრით შანსები 50 50 ზეა პესეჟემ რო დაფიქრდე ოდესმე ხო უნდა მოგვიგოს სადაც შევხვდით გამოვაგდეთ წელს ძალიან რთული იქნება თუ 100 პროცენტით არ მოემზადება ბარსა პესეჯეს ვერ მოუგებთ