კატალონიის “ბარსელონას” უნივერსალმა, ალეიშ ვიდალმა ლა ლიგის მე-20 ტურის შემდეგ “ბეტისთან” მატჩი შეაფასა და საკუთარ გუნდზე ისაუბრა.
“ეს ნამდვილად არ იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი, თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ლუის ენრიკე მაქსიმალურად ცდილობდა გამოესწორებინა ის ისიტუაცია, რაც გამოსასწორებელი იყო, მან მოსაგებად ყველაფერი გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ კარგი მატჩი არ ჩაგვიტარებია, ვფიქრობ, 3 ქულა უნდა მოგვეპოვებინა.” – განაცხადა ალეიშ ვიდალმა.



