გუმბაუმ სარეზერვო გუნდი მარცხისგან იხსნა

გუმბაუმ სარეზერვო გუნდი მარცხისგან იხსნა

“ბარსელონა ბ” შიდა ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში “ალკოიანოს” დაუპირისპირდა. “მინიესტადიზე” გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაფიქსირებული ფრე იმას ნიშნავს, რომ რეზერვისტები სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე არიან.

შეხვედრის პირველ ნახევარში ხოსე სუარესმა გუნდი ორჯერ გადაარჩინა. მან სტუმართა შემტევს, ნავაროს ანგარიშის გახსნის უფლება არ მისცა. მიუხედავად ამისა მატჩის 52-ე წუთზე დავიდ ტორესის გოლის წყალობით “ალკოიანო” წინ გავიდა.

შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა და თითქოს “ბარსელონა ბ” მარცხს შეეგუა. მატჩის მიწურულს, 86-ე წუთზე გუმბაუმ სტანდარტული სიტუაციიდან შესანიშნავად დაარტყა. მან ბანუსს შანსი არ დაუტოვა, გატანილი გოლით კი თავის გუნდს პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ ქულა მოუტანა.

“ბარსა ბ”: სუარესი, პალენსია, მოისესი, ფალი, ბორხა ლოპესი (ჩემი, 61′), ალენია, კაპტუმი (მუხიკა, 61′), გუმბაუ, დანი რომერა, პერეა (კარბონელი, 83), ალფარო.

“ალკოიანო”: ბანუსი, ჯონი, ხოსე (ლოპესი 72′), მარიანო (ბარედა, 78′), ფუენტესი, დავიდ ტორესი, ალვარო, რუსო, მირანდა, გატო, ნავარო.

სატურნირო ცხრილი

შემდეგი მატჩი: 05/02/2017 “ბალეარესი” – “ბარსელონა ბ”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • CATALONYA€
    schedule 29 იან 2017, 13:44

    chemi azrit arc coutinio da tiago argvinda la masias unda mixedon dzan bevri fexburtelebi yavs jobia daawinauron eseni

  • KoCheQsa
    schedule 29 იან 2017, 12:44

    საღოლ გუმბაუ

  • Don vinton
    schedule 29 იან 2017, 04:43

    es kaptumi rit ver daawinaures ra ,seriozuli bichia dzAAN