“დეპორტივოს” მცველმა, სიდნეიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგ თამაში ყველაზე მეტად უჭირს.
“მხოლოდ ერთის დასახელება არ შემიძლია. ესპანეთის ლა ლიგაში ბევრი კარგი ფორვარდია, მაგრამ მესის, რონალდუსა და ადურისს გამოვარჩევდი. ეს ფეხბურთელები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვენ.”-განაცხადა სიდნეიმ.
ლიონელ მესი სუარესთან ერთად ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში მოწინავე ადგილს იკავებს.



