კატალონიის “ბარსელონა” მიმდინარე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს საერთოდ არ აქტიურობდა და არც დარჩენილ დროში აპირებს ამის გაკეთებას.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაზე ნაკლები დრო რჩება. ესპანური პრესის ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთათვის” სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, გუნდი არც ფეხბურთელს გაყიდის.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარში ალეიშ ვიდალს “ბარსელონა” უნდა დაეტოვებინა. როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდება.


