“ბარსელონას” ნახევარმცველი არდა თურანი იტყობინება, რომ კატალონიური კლუბის დატოვებას 2020 წლის ზაფხულამდე არ აპირებს. ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქი ნახევარმცველისთვის ჩინური კლუბები იბრძვიან.
“მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ვთამაშობ. მინდა, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშო და ვფიქრობ, ჯერჯერობით ეს გამომდის. “ბარსელონაში” ყველაფერი მომწონს. ჩემი ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, როცა 33 წლის ვიქნები. მინდა კონტრაქტი ბოლომდე ამოვწურო.”-განაცხადა არდამ.


