“ბარსელონას” ფეხბურთელებმა, გასულ კვირაში, ნამდვილად კარგი თამაში აჩვენეს “ლას პალმასთან”, ასევე ლიდერმა – მადრიდის “რეალმა” “სევილიასთან” წააგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა გადაჭრა პრობლემები, რომელიც მათ ლა ლიგაში გააჩნიათ.
არსებობს რაღაც, რაც შემაშფოთებელია.
მაგალითად, “ვილიარეალთან” (1-1) ნათამაშები ფრე მე-7 აღმოჩნდა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, როცა “ბარსელონამ” ქულები დაკარგა. დამეთანხმებით, ეს საშინელი შედეგია იმ დონის კლუბისთვის, როგორც “ბარსელონაა”.
ეს ყველაფერი არ არის, რადგან კატალონიურმა გრანდმა 2008/09 წლების სეზონიდან მოყოლებული ყველაზე ცოტა ქულა დააგროვა ლა ლიგაში.
“ბარსელონა” თანდათან ხდება ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული. მხედველობაში მაქვს ლიონელ მესი. ახლა, წარმოგიდგენთ სტატისტიკას, თუ რამდენი მატჩი მოიგო “ბარსელონამ” მესისთან და მესის გარეშე 2010/11 და 2016/17 წლების სეზონში.

სტატისტიკის თანახმად, პეპის “ბარსა”, მესის გარეშე, ბევრად დამაჯერებლად თამაშობდა, ვიდრე წელს.
ორივე მაჩვენებელს შორის უდიდესი განსხვავებაა. წელს “ბარსელონამ” 2 დამარცხება იწვნია და აქედან, მესი სასტარტო შემადგენლობიდან, არცერთში იწყებდა მატჩს.
აშკარაა, რომ ლუის ენრიკეს წლევანდელ “ბარსელონას” მატჩების მოგება, მესის გარეშე, თითქმის არ შეუძლია.
“ბარსელონას” ტოპ-3 ბომბარდირის გოლებს თუ არ ჩავთვლით, მაშინ, “ბარსელონას”, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ რაღაც, 15 გოლი ექნება გატანილი, ესა საგრძნობლად ნაკლებია წინა წლების შედეგებზე, თავად ნახეთ:

2012/13 წლების სეზონში, ეს რიცხვი 48-ს გაუტოლდა, გასულ სეზონში კი 22 იყო. ეს კი, მართლაც ცუდი შედეგია.
შემდეგი პრობლემა ეხება ნეიმარის მშრალ სერიას. ნეიმარს, “ბარსელონაში” 11-მატჩიანი “მშრალი” სერია ჰქონდა. ასეთი შემდეგი, მას “ბარსელონაში” გადმოსვლის შემდეგ არ ჰქონია. იხილეთ სტატისტიკა:

კიდევ ერთი პრობლემა, ეს მოედნის ცენტრს ეხება. დამეთანხმებით, სერხიო ბუსკეტსს ცენტრში უდიდესი საქმე ევალება. სტატისტიკის მიხედვით, სერხიო გასულ სეზონებში, ყოველ თამაშში 90-95 პასს აკეთებდა. წელს კი მისი საშუალო მაჩვენებელი 72.2 პასია. თავად ნახეთ სტატისტიკა:

და ბოლოს, დაცვაში თამაში “ბარსელონას” ტრადიციული პრობლემაა. წინა ორი სეზონის წინ, თითქმის ყველა “კულეს” იმედი ჩაგვესახა, რომ ამ მხრივ პრობლემები სწორდება, რადგან 2014/15 წლების სეზონზე “ბარსელონა” გოლს თითქმის არ უშვებდა, მაგრამ წელს სტატისტიკა საშინლად გაუარესდა. თავად ნახეთ:

ფაქტია, რომ “ბარსელონა” თითქმის ყოველ თამაშში უშვებს გოლს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პრობლემები გამოსწორდება და “ბარსელონა” ზედიზედ მესამედ დაეუფლება ლა ლიგის თასს.




ეგ არაა გასამართლებელი,წინა სეზონში მეტი თუ არა ნაკლები რთული თამაშები არ ჩაუტარებიათ გასვლაზე,რეალს და ატლეტიკოს რო თავი დავანებოთ.ფაქტია და კარგადაც ჩანს რო წელს ბარსელონა არაა იმ დონეზე რაც იყო თუნდაც წინა სეზონში.რაკიტიჩს თამაში აღარ მისდის არაა ფორმაში და ინიესტა მარტო ვერ აკეთებს მთლიანი ცენტრის საქმეს,სწორედ მაგიტოა რო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ცენტრი გვაქვს გრანდებს შორის,რაც საბოოლოო შედეგზეც აისახება,ყველა მატჩშ ფგოლს ვუშვებთ და ყველა მეტოქე პრესინგს გვეთამაშება ისე რო თავის დაღწევა უჭირს ბარსას.იმედია მეორე წრეზე უკეთ ითამაშებენ,რეალი აუცილებლად ბევრ ქულას დაკარგავს ამ ტრავმების ფონზე
იმას რატომ არავინ აქცევს ყურადღებას რომ წელს ყველაზე რთული პირველი წრე გვქონდა, მოგვიწია გასვლები: სევილია, სოსიედადი, ვალენსია, ვილიარეალი, სელტა, ასე რომ მეორე წრეში ამოქაჩავენ და მერე შეადარონ
იმაზე მეტი რა პრობლემა უნდა იყოს, გუნდი თავიდანვე თავის კარისკენ მიდის, მეტოქემ რო გზა დაგვითმოს ალბათ მაინც საკუთარი მეკარის ძებნას იწყებენ.
გასაგებია ძლიერ მეტოქესთან ასეთი "დახლართული" ტაქტიკა, მაგრამ ეიბარის დონის გუნდთან ნახევარი საათი, საკუთარ მეკარესთან თამაში არ დადის ჩემ გონებაში.
და ცოტა უნდა მოუმატონ სიჩქარეს, ასე მგონია შენელებულ კადრებს ვუყურებ.
პეპეს დროს, საწყის ნახევარ საათში მოთავებული გვქონდა ხოლმე საქმე და ვალიდოლზე არ ვიჯექით დარჩენილი დრო.
გაიხსენეთ გვარდიოლას ბარსა, 5, 10, მაქსიმუმ 15 წუთზე უკვე ვიგებდით ხოლმე და ეხლა ტაიმებს ვამთავრებთ ნოლზე.
ბაზარი არა ჩვენი რა მიდის რო.
წლის ბოლოს ტრიპლეტი გვინდა
ეხლა თუ პეპის დროინდელ გუნდს ადარებთ ფეხბურთელებიც შეადარეთ პოზიციების მიხედვით.
ბარსელონას” ტოპ-3 ბომბარდირის გოლებს თუ არ ჩავთვლით, მაშინ, “ბარსელონას”, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ რაღაც, 15 გოლი ექნება გატანილი, ესა საგრძნობლად ნაკლებია წინა წლების შედეგებზე = ამას არ ვეთანხმები იმიტო რო მაშინ ბარსაში არ იყო ეგეთი გამოკვეთილი 3 ფორვარდი. გაქონდა პედროს სანჩესს ფაბრეგასს ტელიოს და რავი ვისაც არ ეზარებოდა. ეხლა მთელი გუნდი ტრიოზე თამაშობს, ინიესტა წინ საერთოდ არ მიდის ფაქტიურად თუ გუნდს არ უჭირს. დანარჩენებიც ეგრე. ალაგ ალაგ რაკეტა თუ შეუტევს და პიკე. ნუ თურანი როცა თამაშობს ეგეც შემტევია ხოლმმე. დალშე მთელი 8 აკცი ტრიოზე თამაშობს და როცა ესეთი ტრიო გყავს საიდანაც ერთი 80 მილიონი ღირდა მეორეც სადღაც ეგრე მესამე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა იასნა იმათმა უნდა გაიტანონ ყველა გოლი აბა მე ხო არ გავიტან.
თავიდან ამის ხილვაც მეც გამიკვირდა, მაგრამ რომ დაუკვირდე ერთ რამეს მიხვდები: როგორც შენ თქვი, მაშინ ბარსელონა არ იყო ბოლომდე დამოკიდებული სამ გამოკვეთილ ფორვარდზე და გუნდში პედრო, მესი, ინიესტა, ჩავი, ტელიო, ფაბრეგასი და სანჩესი იტანდნენ და არ იყო ბოლომდე ბარსელონა დამოკიდებული არ იყო 3 ფეხბურთელზე. ახლა საგრძნობლად გაიზარდა და რომელიმეს ტრავმა გუნდს მნიშვნელოვნად დაეტყობა…