წარსულში ცნობილი არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი დარწმუნებულია, რომ მისი თანამემამულე ლიონელ მესი კატალონიის “ბარსელონასთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივება ფულის გამო არ სურს, ის მთელი გულით თამაშობს. ვფიქრობ, სხვა მოტივი არ არსებობს. რთულია გქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორც ლეოსა და “ბარსელონას” აქვთ. ამ კლუბის დატოვება არგენტინელს ძალიან გაუჭირდება.”-ამბობს ტევესი



