“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ჟერარ პიკემ, Facebook-ზე თავის მიმდევრებთან მორიგი საუბარი გამართა. კატალონიელმა ფეხბურთელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ვიდეოგამეორებები: “მოდით, მსაჯობის საკითხს შევეშვათ. ეს საკითხი კონტროლს აღარ ექვემდებარება. ფეხბურთის წინსვლისა და მოდერნიზაციის მომხრე ვარ და დარწმუნებული ვარ, მოვა დროს, როდესაც ტექნოლოგიები ამ თამაშშიც დაინერგება. ეს მხოლოდ დროის საკითხია. ტექნოლოგიები სპორტის ყველა სახეობაში მნიშვნელოვანია. მათ უკვე ვხედავთ NBA-სა და ამერიკულ ფეხბურთში.”
ტრებლი: “ჩვენი ამოცანა ყველა ტურნირის მოგებისთვის ბრძოლაა. “რეალი” წინ 2 ქულითაა. მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ მაინც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია.”
ფილიპ კოუტინიო: “ეს ტექნიკური მდივნის საქმეა, თუმცა დიდ ფეხბურთელებს ჩვენ კლუბში ყოველთვის გაშლილი ხელებით ვხვდებით.”
მესი თუ რონალდუ? “კითხვა, რომელსაც ყოველთვის მისვამენ და რომელზე პასუხი ისედაც იცით. ლეოსთან ერთად თამაში შესანიშნავი რამაა. ისევე, როგორც გუნდის დანარჩენ წევრებთან.”
“ბარსელონადან” წასვლა: “სიმართლე გითხრათ, ამაზე არასდროს მიფიქრია. აქ ბედნიერი ვარ. ეს ჩემი ცხოვრების კლუბია და იმედი მაქვს, კარიერას აქ დავასრულებ.”
“ბარსელონას” მაისურით თამაში: “უნიკალური შესაძლებლობაა ითამაშო ისეთი ფეხბურთელების მხარდამხარ, როგორებიც გუნდში გვყავს. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს და ყველა ტიტულის მოგებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ეს უკვე გაგვიკეთებია.”
ლა მასია: “ლა მასია ყოველთვის იყო კლუბის საკვანძო ელემენტი. ეს ის ადგილია, სადაც საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები არიან.”



