მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამპერი: “ვენგერის მოსმენა არ მსურს”

სამპერი: “ვენგერის მოსმენა არ მსურს”

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი სერხი სამპერი აცხადებს, რომ მისი მიზანი წარმატების “ბარსელონაში” მიღწევაა და ის ლონდონის “არსენალში” გადასვლაზე არც კი ფიქრობს.

სამპერი “ბარსელონას” ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ახალგაზრდული აკადემიის ყველა ასაკობრივი გუნდი გაიარა და ისე მოხვდა პირველ გუნდში. გასულ ზაფხულში, “ბარსა ბ”-დან დაწინაურებული ფეხბურთელი “გრანადაში” გაანათხოვრეს. გუნდს საქმე ცუდად მისდის, მაგრამ ბოლო ტურებში, 21 წლის ფეხბურთელს მოედანზე სტაბილურად ვხედავთ. ნახევარმცველი აცხადებს, რომ მისი მიზანი “ბარსელონაში” დაბრუნებაა.

“არსენ ვენგერის მოსმენა არ მსურს. მას გარკვევით ვუთხარი, რომ დარჩენა და წარმატების “ბარსელონაში” მიღწევა მსურს, რომ კულე ვარ და ჩემი გაბედნიერება “ბარსელონაში” წარმატებას შეუძლია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში