მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო “კამპ ნოუზე” დაბრუნდა

რივალდო “კამპ ნოუზე” დაბრუნდა

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ლეგენდამ, ვიტორ ბორბა ფერეირა რივალდომ, კატალონიური გუნდი მოინახულა და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ ინფორმაციას “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

რივალდო “კამპ ნოუზე” იმყოფებოდა, სადაც ის კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს, ასევე ვიცე-პრეზიდენტს, ხორდი მესტრესა და დირექტორებს, სილიო ელიასსა და პაუ ვილანოვას შეხვდა.

რივალდომ, კლუბის წარმომადგენლებთან, “ბარსელონას” ლეგენდების პროექტში ჩართულობის საკითხი განიხილა. ამ პროექტის ფარგლებში, კლუბის ვეტერანი ფეხბურთელები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საჩვენებელ მატჩებს მართავენ და “ბარსას” პოპულარიზაციაში ეხმარებიან.

რივალდო “ბარსელონაში” 1997-2002 წლებში თამაშობდა. კატალონიელთა მაისურით, 235 თამაშში, მან 130 გოლი გაიტანა, რაც ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. “ბარსელონასთან” ერთად ბრაზილიელმა 2-ჯერ ლა ლიგა, ხოლო თითოჯერ ევროპის სუპერ თასი და ესპანეთის თასი მოიგო. 1999 წელს, რივალდო “ოქროს ბურთის” მფლობელი გახდა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=RTyeCPLiMp8]

[media=https://www.youtube.com/watch?v=lWg167lwYac]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში