“ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, კევინ გამეირომ კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა სეზონის დასაწყისში მადრიდულ კლუბში გადასვლა. “სევილიას” ექს-ფეხბურთელით “ბარსელონა” იყო დაინტერესებული.
“ბარსელონას” სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა არ მსურდა. ნათელი იყო, რომ “ატლეტიკოში” უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა, ვიდრე კატალონიურ კლუბში. მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.” – ციტირებს გამეიროს სიტყვებს Telefoot.
მოგვიანებით, “ბარსელონამ” პაკო ალკასერი შეიძინა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.


