“დეპორტივოსა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან კარლოს ვალერონმა ლიონელ მესის მიერ შესრულებულ სტანდარტულ დარტყმებს ანალიზი გაუკეთა. მისი აზრით, არგენტინელმა ფორვარდმა დარტყმის სტილი შეცვალა.
“ბარსელონაში” ჯარიმების ბევრი ღირსეული შემსრულებელია. ახლა ვხედავთ, თუ როგორ აკეთებს ამას მესი. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეტოქეებს საჯარიმოსთან ახლოს წესების დარღვევას არ ვურჩევ.
ლიონელი ყოველთვის ასრულებდა შედეგიან დარტყმებს, მაგრამ ახლა ამას სხვანაირად აკეთებს.
ჩვეულებრივ, სტანდარტული დარტყმების სპეციალისტები ცდილობენ, რომ ბურთი ცოცხალ კედელს გადააცილონ, ლიონელ მესი კი მეკარეებში გაურკვევლობას იწვევს. მათ არ იციან, სად გაგზავნის არგენტინელი ბურთს.” — ციტირებს ვალერონის სიტყვებს Marca.



