ბასკური “ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, ესპანეთის თასზე “ბარსელონასთან” დღეს გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და მსაჯების არასწორ გადაწყვეტილებებზე საუბრობს.
“არავინ თვლის, რომ “ბარსელონამ” ამდენი ტიტული მსაჯების დახმარებით მოიგო.
ეს ფეხბურთის ნაწილია. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ პენალტს მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ ვერ ვხედავთ საკუთარში.
ველი, რომ თამაში დაძაბული იქნება. “ბარსელონა” მატჩს აქტიურად დაიწყებს, რათა წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.” – აცხადებს ვალვერდე.
“ბარსელონასა” და “ბილბაოს” შორის დაპირისპირება ამაღამ, 00:15 საათზე, “კამპ ნოუზე” გაიმართება. პირველი თამაში კატალონიურმა გუნდმა 1:2 წააგო.



