ესპანეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჟერარ პიკეს მიერ არბიტრების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე კომენტარს აკეთებს.
“ვილიარეალთან” გამართული თამაშის (1:1) შემდეგ, მსაჯობით უკმაყოფილო პიკემ ტრიბუნებზე მყოფ ტებასს დაუძახა: “შენ ეს დაინახე?”
“არა მგონია, პიკეს ჩემთვის მოემართა. ტრიბუნებზე კიდევ არაერთი ადამიანი იყო.
ჟერარს ვეთანხმები – პრიმერაში მსაჯობის დონე ასამაღლებელია.” – განაცხადა ტებასმა.



