workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსამანია 2010 ციფრებში

ბარსამანია 2010 ციფრებში

2010 წელი, ისევე როგორც “ბარსელონასთვის”, ჩვენი საიტისთვისაც წარმატებული გამოდგა. ამ წელს ბარსამანიამ დაამყარა რამდენიმე საკუთარი, თუ ქვეყნის მასშტაბით რეკორდი.

2010 წელს, ბარსამანია მოინახულა 294.465-მა ადამიანმა (2009 წლის მაჩვენებელია 136743). სულ საიტი მოინახულეს 2.885.964-ჯერ (2009 წლის მაჩვენებელი 1.270.939). როგორც ხედავთ, საიტის პოპულარობამ ორჯერ იმატა და ყველაზე საინტერსო ისაა, რომ ბარსამანიას პოპულარობის ზრდის მაჩვენებელმა საქართველოს საზღვრებს გარეთ უფრო იჩინა თავი. საქართველოს მასშტაბით, წლევანდელი ვიზიტორების მხოლოდ 9.53% არის ახალი და ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა 118-ე ადგილს იკავებს. მსოფლიოს 51 წლის ქვეყნიდან ბარსამანიაზე პირველად სწორედ წელს შემოვიდნენ. 31 ქვეყნიდან შეინიშნება მომხმარებელთა 50 ან მეტ პროცენტიანი მატება.

სულ, 2010 წელს, ბარსამანია 125 ქვეყნიდან მოინახულეს. ბუნებრივია, პირველ ადგილზეა საქართველო. შემდეგ მოდიან ესპანეთი, გერმანია, საბერძნეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, საფრანგეთი, ისრაელი, კანადა და ა.შ. (სრული სია).

ვიზიტორების რაოდენობის მხრივ, როგორც მოსალოდნელი იყო, “ელ კლასიკოს” დღეს არ ჰყავდა ბადალი. 2010 წლის 30 ნოემბერს საიტზე 10.828 ადამიანი შემოვიდა, რაც არამარტო წლის, არამეც ბარსამანიას არსებობის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. გასათვალისწინებელია წინა “კლასიკოს” შემდეგ ხალხის არნახულად მომატება – 10 აპრილს ბარსამანიაზე 5.249 ადამიანი შემოვიდა.

მიმდინარე წელს, ჩვენს საიტზე 78.394 გვერდი მოინახულეს 19.543.603-ჯერ. დაახლოებით 11 მილიონი მონახულებით პირველ ადგილზე, რა თქმა უნდა, მთავარი გვერდია. სტატიკურ გვერდებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს შემადგენლობის გვერდი, რომელიც 49.786-ჯერ მოინახულეს. მე-2 და მე-3 ადგილებზე იკავებენ შემდეგი მატჩისა და ლა ლიგის გვერდები.

რაც შეეხება სიახლეებს, საინტერესოა, რომ ამ მხრივ ლიდერობენ მასალები, რომლებიც უშუალოდ “ბარსელონას” არ ეხებიან. პირველ ადგილზეა სიახლე სახელწოდებით “ვუყუროთ კლასიკოს Event Hall-ში“, რომელიც 13.656-მა ადამიანმა მოინახულა. შემდეგ მოდს “დავეხმაროთ ნიკას!” 5.992 ნახვით, მე-3 ადგილს კი, 5.932 ნახვით, იკავებს სიახლე სახელწოდებით “”ბარსელონა”5-0″რეალი” – ვიდეომასალა“.

როგორც იცით, მიმდინარე წლის 8 მაისს ჩვენმა საიტმა სახე იცვალა და ფაქტობრივად ყველაფრის თავიდან დაწყებამ მოგვიწია. ამიტომ, ძნელია ისეთი სტატისტიკის სრულყოფილად წარმოება, როგორიცაა მაგალითად სიახლეების, ან მომხმარებლების რაოდენობა. მიახლოვებულ ციფრებს თუ დავჯერდებით, გამოვა, რომ 2010 წელს ჩვენს საიტზე დაიწერა 2683 სიახლე და დარეგისტრირდა 6828 მომხმარებელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward