თუ ლუის ენრიკე “ბარსელონასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, კლუბს ახალი მწვრთნელის დანიშვნა მოუწევს, ამისთვის კი კატალონიელებს 3 კანდიდატი ჰყავთ.
ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ასტურიელი სპეციალისტის წასვლის შემთხვევაში გუნდს რონალდ კუმანი (“ევერტონი”), ხორხე სამპაოლი (“სევილია”) ან ერნესტო ვალვერდე (“ბილბაო”) ჩაიბარებს.
ჯერჯერობით “ბარსელონას” ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტებს არ განიხილავს. მოდით გადავხედოთ სამივე სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტებს.
რონალდ კუმანი – ჰოლანდიელმა “ევერტონი” 2016 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი (30/06/2019).
ხორხე სამპაოლი – არგენტინელი სპეციალისტი “სევილიაში” გასულ ზაფხულს დაინიშნა და ამჟამინდელ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს (30/06/2018).
ერნესტო ვალვერდე – ესპანელი “ბილბაოს” მთავარი მწვრთნელი 2013 წლის ზაფხულში გახდა, მას კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება (30/06/2017).
ოღონდ კუმანი არა და თუ უნდათ ოთარ კორღალიძე წაიყვანონ
სამპაოლი პირველ რიგში, შემდეგ ვალვერდსე და ბოლოს კუმანი
თუ წავა როგორმე გადავიტანთ ბოლოს დაბოლოს გვარდიოლას წასვლას შევეგუეთ და ენრიკეს წასვლით ცხოვრება მაინც გაგრძელდება მთავარია ისეთი მწვრთნელი მოიყვანონ რომ გვარდიოლას და ენრიკეს შედეგები გაიმეოროს.
დიდი ალბათობით აბუ ვალვერდე მოვა მარა მე მაინც ლუჩოს დარჩენა მირჩევნია
Lucho rcheba tripletis momgebia icis rogor moxodos gundi
კუმანი მინდა მე!!! ბარსას ლეგენდააა რაც არ უნდა იყოს!
სამპაოლია კლასნი :X
სამპაოლი უნდა მოვიდეს და დიდხანს დარჩეს ბარსელონაში, ჩავის მწვრთნელობამდე , პიკეს პრეზიდენტობამდე…