ამსტერდამის “აიაქსის” ცენტრალური მცველი, დავინსონ სანჩესი “ბარსელონას” ყურადღების მიპყრობას აგრძელებს. კატალონიური კლუბის სკაუტები კოლუმბიის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს გრძელვადიან სატრანსფერო მიზნად განიხილავენ, იტყობინება Sport.es
გასულ ზაფხულში “ბარსელონამ” “ატლეტიკო ნასიონალთან” სანჩესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას მიაღწია, მაგრამ თავად ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” სარეზერვო გუნდში გადასვლაზე უარი განაცხადა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონატში სანჩესმა 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.



