“იუვენტუსმა” არგენტინელი ფორვარდის, პაულო დიბალას “ბარსელონაში” გაშვებაზე უარი თქვა. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი ტურინელებს ოფიციალური წინადადებით უკვე დაუკავშირდა, მაგრამ “ბლაუგრანა” იტალიელებმა უარით გაისტუმრეს.
“იუვენტუსი” დიბალას გაყიდვას არ აპირებს, მაგრამ ამის მიუხედავად, “ბარსელონა” შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებას გეგმავს. პარალელურად, ტურინული კლუბი ახალგაზრდა მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.


