“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის ყოფილ თანაკლუბელზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, რომ მესი უნიკალურია. არ ვიცი, ვიხილავთ თუ არა ოდესმე სხვა ფეხბურთელს, რომელიც აკეთებს იგივეს, რასაც მესი, რადგან მას საკუთარი სტილი აქვს. მე არ ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება განმეორდეს.
გამიმართლა, რომ ყოველდღე ვხედავდი მას და უკვე ვთქვი, რომ ეს Playstation-ში თამაშს გავს. თქვენ აძლევთ ბურთს ერთ ბიჭს, ის კი ყველას გარშემო აკრავს – ეს არის მესი.
მე და მესი სრულიად სხვადასხვა გეგმების ფეხბურთელები ვართ. მე სხვადასხვა ქვეყნების დაპყრობის გზით წავედი, ის კი რჩება ერთ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში და დიდებულად თამაშობს.
ის თუ ამას “ბარსელონაში” აკეთებს, მაშინ ამის გაკეთება ყველგან შეუძლია. მესი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც ფეხბურთი უყვარს, მას თამაში ისე ძლიერად უყვარს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ადგილზე არანაირი პრობლემა არ ექნება.
ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაფასებდეთ მას – განსაკუთრებით არგენტინაში – მათ ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ. ის წარმოუდგენელია, ამიტომაც მისი თამაშით უნდა დატკბნენ.” – განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
