“ბარსელონამ” დარიო სრნას კონტრაქტი შესთვაზა, რომლის მიხედვით, ის კატალონიურ კლუბში წელიწად-ნახევარს გაატარებს. “ბარსა” მზად არის, რომ ხორვატ ფეხბურთელთან, როგორც თავისუფალ აგენტთან, ხელშეკრულება გააფორმოს. თუ სრნა ამ წინადადებას მიიღებს, მაშინ მისი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდება.
ცოტა ხნის წინ დარიო სრნამ დაადასტურა, რომ “შახტარის” პრეზიდენტი მზად არის, რომ ის კატალონიურ კლუბში უფასოდ გაუშვას.
