ცოტა ხნის წინ გავრცელდა სატრანსფერო ჭორი, რომლის მიხედვით, ჩინური კლუბები “ბარსელონას” ფეხბურთელით, არდა თურანით, დაინტერესებულნი არიან. ამ თემაზე ასევე ისაუბრა ბეიძინის “გუანის” მწვრთნელმა.
“ვინც არ უნდა შეიძინოს თურანი, ეს ტრანსფერი ნებისმიერი კლუბისთვის წარმატებული იქნება. თურანი ნებისმიერ გუნდს მოერგება. ჩინეთში ახლა განსაკუთრებით ეძებენ საუკეთესო ფეხბურთელებს, ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს. აქ მოქმედებს შეზღუდვა და მხოლოდ 3 უცხოელს შეუძლია გუნდში თამაში, ხოლო მეკარე ჩინელი უნდა იყოს”, – განაცხადა “გუანის” თავკაცმა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა კლუბმა, “გუანჩჟოუ ევერგრანდმა”, თურქ მოთამაშეს 3 წლიანი კონტრაქტი და 50 მილიონიანი ანაზღაურება შესთავაზა.
