მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრაორე: “ბარსელონამ” თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მომცა”

ტრაორე: “ბარსელონამ” თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მომცა”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, ადამა ტრაორემ, რომელიც ამჟამად “მიდლსბროს” ღირსებას იცავს ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო მან კატალონიური კლუბის დატოვების გადაწყვეტილება.

“ბარსელონას” შანსი რომ მოეცა ჩემს ნაკლზე საუბარს შევძლებდი, მაგრამ სამწუხაროდ მე ის ვერ მივიღე.

მე უბრალოდ მითხრეს, რომ სარეზერვო გუნდში უნდა დავრჩენილიყავი, სადაც უკვე 2 წელი მქონდა გატარებული და ზრდას ვაგრძელებდი. უბრალოდ ვითხოვე შესაძლებლობა იმისა რომ მეჩვენებინა, თუ რამდენად შეეფერება კლუბს ჩემი სათამაშო დონე.

ჩემთან არავის უსაუბრია, მე კი ყველაფრის ახსნა მჭირდებოდა. გაგებით ვეკიდები “ბარსელონას” გადაწყვეტილებას და პატივს ვცემ ამ კლუბს. აქ მსოფლიოს სამი საუკეთესო ფორვარდი თამაშობს, სწორედ ამიტომ ალტერნატიული ვარიანტების ძებნა მომიწია.

დროთა განმავლობაში დავინახავთ, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო “ბარსელონამ”, მაგრამ მე არ ვბრაზდები. ეს არის კლუბი, რომელმაც ყველაფერი მომცა, რის გამოც ყოველთვის მადლიერი ვიქნები.”-ციტირებს ტრაორეს სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში