გაბრიელ ტოლედო (მოთამაშე ასევე ცნობილი, როგორც “FalleN” გუნდიდან SK Gaming) კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ნეიმარ და სილვას შეხვდა. ორივე მათგანი წარმოშობით ბრაზილიელია და საშობაო არდადეგებს მშობლიურ ქვეყანაში ატარებს.
“ახლა უკვე ჩემი ჯერია ვიყო გულშემატკივარი. ნეიმართან ერთად Counter Strike:Global Offensive-ს ვთამაშობ. ლეგენდასაც მოსწონს ჩვენი თამაში. დიდი მადლობა.”-დაწერა გაბრიელ ტოლედომ ოფიციალურ Twitter-ზე.
2016 წლის ნოემბერს, გაბრიელ ტოლედო გახდა “წლის ადამიანი” Esports Industry Awards-ის მიხედვით. 25 წლის ბრაზილიელმა კარიერის განმავლობაში 400 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავა პრიზის სახით.

SK Gaming-დან ყველაზე მაგრად ისროდა