მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის თასზე “ბარსას” მორიგი მეტოქე “ბილბაო” იქნება

ესპანეთის თასზე “ბარსას” მორიგი მეტოქე “ბილბაო” იქნება

რამდენიმე წუთის წინ ესპანეთის სამეფო თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა დასრულდა და გაირკვა, რომ ტურნირის ისტორიაში 2 ყველაზე წარმატებული გუნდი, კატალონიური “ბარსელონა” და ბასკური “ბილბაო” ერთმანეთს სწორედ ამ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

პირველი შეხვედრა 4 იანვარს, “სან მამესზე” გაიმართება, “კამპ ნოუ” კი, განმეორებით მატჩს, 11 იანვარს უმასპინძლებს.

ეს გუნდები ერთმანეთს გასული გათამაშების 1/4-ფინალშიც შეხვდნენ, როდესაც “ბარსამ” მეტოქე, 2 მატჩის ჯამში, 5:2 დაამარცხა.

“ბარსელონა” და “ბილბაო” კოპა დელ რეის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გუნდები არიან. კატალონიელბმა ეს ტიტული 28-ჯერ, ხოლო ბასკებმა 23-ჯერ მოიგეს.

1/8-ფინალის სხვა წყვილები: ლას პალმასი-ატლეტიკო; ალკორკონი-კორდობა; რეალი-სევილია; ვილიარეალი-სოსიედადი; დეპორტივო-ალავესი; ვალენსია-სელტა; ეიბარი-ოსასუნა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში