მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ზამთარში, შესაძლოა, ახალი ფეხბურთელები შეიძინოს

“ბარსელონამ” ზამთარში, შესაძლოა, ახალი ფეხბურთელები შეიძინოს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების ყიდვას არ გამორიცხავს. ამაზე კატალონიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა განაცხადა.

“ბარსელონას” შემადგენლობა დიდებული და ძალიან ძლიერია. ამიტომაც რთულია მისი გაძლიერება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყურადღებით ვიქნებით სატრანსფერო ბაზართან.” – ციტირებს ფერნანდესის სიტყვებს Marca.

ესპანეთის ჩემპიონატის 16 ტურის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” 34 ქულა მოაგროვეს და მეორე ადგილს იკავებენ. ლუის ენრიკეს გუნდი მადრიდის “რეალს” 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მადრიდელებს ერთი თამაში რეზერვში აქვთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში