მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი ანხელ კაპა, რომელიც 90-იან წლებში ხორხე ვალდანოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, “სამეფო კლუბსა” და “ბარსელონას” ერთმანეთს ადარებს.
“ფლორენტინო პერესს ფეხბურთში არაფერი გაეგება. “ბარსელონას” უკვე მრავალია წელია თავისი იდენტობა აქვს, “რეალს” კი – არა. ეს იმიტომ ხდება, რომ მადრიდელები ვარსკვალვების ყიდვაზე არიან ორიენტირებულნი. “რეალს” ყველა პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ამ გუნდს იდენტობა არ გააჩნია. მადრიდელები ყიდულობენ ფეხბურთელებს, იცვლიან მწვრთნელებს, ცვლიან სათამაშო სტილს…” – ციტირებს კაპას სიტყვებს AS.



