ლაუტარო მარტინესის შესახებ ბევრმა ისაუბრა მას შემდეგ, რაც ის ევროპის გრანდებისა და, მათ შორის, “ბარსელონას” რადარზე მოექცა. ამჯერად Marca-სთან კომენტარს არგენტინელი მწვრთნელი, ანხელ კაპა აკეთებს.
“ლაუტარო სწრაფი და ძლიერი შემტევია, რომელიც ორივე ფეხით კარგად თამაშობს და მეორე სართულზე ბრძოლაშიც გამოირჩევა.
მას შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობები აქვს, მაგრამ თანდათან ვითარდება და მცველებისაგან თავის დასაღწევად სივრცეების პოვნა ჯერ კიდევ სჭირდება.
იტალიაში თამაშით ფეხბურთელს საკუთარი თავის გაუმჯობესებაში მხოლოდ მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია. მარტინესათვის, შესაძლებლობების გამოსავლენად, სწორი მიმართულების მიცემა აუცილებელია.
ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ის “ბარსელონაში” გადავა, წარმატებებს მიაღწევს”. – აცხადებს კაპა.
ლაუტარო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრაზე კატალონიური კლუბის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე იქნება.




მაგარი პიარიაქვს უკვე რა
ტვინი გაიღრძო უკვე ამ ლაუტაროთი
ვისაც არ ეზარება ყველა ამაზე საუბრობს და დაგვღალეს ამ ლაუტაროთი. მახათი აიღე კაპა გაერთობი.