მადრიდული AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა პოლიციამ ექსტაზის ასეულობით ტაბლეტი ამოიღო, რომლებიც “ბარსელონას” ლოგოს ფორმისაა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, გერმანიაში, ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებლები ცდილობენ პროდუქტი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი გახადონ, რის გამოც ისინი მას სხვადასხა ფორმა აძლევენ. ამჯერად, ქალაქ კიოლნში, საფეხბურთო კლუბ “ბარსელონასა” და პორშეს ლოგოების ფორმის ასეულობით ექსტაზის ტაბლეტია ამოღებული.
