ანდრეს ინიესტა ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებსაც თავისი ფანები ძალიან უყვართ. ანდრესმა ფანების მიმართ პატივისცემა იმაში გამოხატა, რომ მან გულშემატკივრებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.
ინიესტამ ამის შესახებ თავისი Facebook–ის გვერდზე განაცხადა და მალევე მის მოწვევას 90,000 ადამიანი გამოეხმაურა. რა თქმა უნდა ამდენი ადამიანი ვერ მიიღებდა ამ მატჩში მონაწილეობას, ამიტომ შეირჩა მხოლოდ 17 კაცი, რათა ორი გუნდი შემდგარიყო. მონაწილეები ესპანეთის უამრავი ქალაქიდან ჩამოვიდნენ: ხირონიდან, მადრიდიდან, ალიკანტედან, კადიზიდან, ოვიედოდან, სევილიიდან, მურსიიდან და რა თქმა უნდა ბარსელონადან.
ინიესტამ და მისმა ფანებმა ორი 20 წუთიანი ტაიმი ითამაშეს. ანდრესი ერთი ტაიმი ერთი გუნდში იყო, ხოლო მეორე ტაიმში გუნდი შეიცვალა. ამ ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ მათ “ბარსას” ვარსკვლავის გვერდით აქვთ ნათამაშები. ეს ინიესტას ძალიან კარგი საქციელია, რადგანაც მან თავის Facebook–ის მეგობრებს ძალიან ასიამოვნა.



