მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “ალკასერის ბომბარდირულ თვისებებში ეჭვი არ გვეპარებოდა”

ენრიკე: “ალკასერის ბომბარდირულ თვისებებში ეჭვი არ გვეპარებოდა”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ესპანეთის თასის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში “ერკულესის” 7:0 განადგურების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

“ესპანეთის თასზე 20-მატჩიანი წაუგებელი სერია ნიშნავს, რომ ამბიციური და მაღალი დონის გუნდი გვყავს. ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ. ამ მატჩის შემდეგ ჩვენ გავძლიერდით როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად.

რატომ ვერ გაჰქონდა ალკასერს გოლი აქამდე? საერთო ჯამში, ის ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ ხდება ხოლმე. მისგან გოლს ველოდით, მაგრამ ამ ფეხბურთელის ბომბარდირულ თვისებებში ეჭვი არ გვეპარებოდა.

დარწმუნებული ვარ, თასის მომდევნო ეტაპზე საინტერესო მეტოქე შეგვხვდება.” – განაცხადა ენრიკემ.

ცნობისთვის, ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ, 23 დეკემბერს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში