კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერჟი რობერტომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველი ნაწილი შეაჯამა. “ბლაუგრანა” ლა ლიგის ეგიდით იანვრამე აღარ ითამაშებს, მადრიდის “რეალთან” სხვაობა კი 3 ქულაა.
“ჩვენთვის 2016 წლის გამარჯვებით დასრულება საჭირო იყო. ამან მორალურად აგვამაღლა. “რეალს” 3 ქულით ჩამოვრჩებით. “სამეფო კლუბი” ტიტულისთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტია. მათ ჯერჯერობით უმართლებთ, განსაკუთრებით ბოლო შეხვედრებში, როცა ბოლო წამებზე შეძლეს გოლების გატანა.” – ციტირებს რობერტოს Mundo Deportivo.
