მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ბრუნო პერესით ინტერესდება

“ბარსელონა” ბრუნო პერესით ინტერესდება

“ბარსელონა”, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს დაჟინებული მოთხოვნით, გამოცდილი ფლანგის მცველის ძიებაშია.

როგორც ესპანური პორტალი, Sport იტყობინება, “ბლაუგრანა” სერიოზულადაა დაინტერესებული “რომას” 26 მარჯვენა მცველის, ბრუნო პერესის მომსახურებით.

თუმცა, კატალონიური კლუბისთვის პრიორიტეტული სატრანსფერო მიზანი, 22 წლის პორტუგალიელი მცველი, ჟოან კანსელუა, რომელიც “ვალენსიას” ღირსებას იცავს. ასევე, “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში, დონეცკის “შახტარის” 34 წლის კაპიტანი, დარიო სრნაც შედის.

მიმდინარე სეზონში, ბრუნო პერესმა ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა თავი ერთი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში