“ესპანიოლის” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე ფლორესმა პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას” ლიდერის, ლიონელ მესის თამაში შეაფასა.
“მას ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.
მესი ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია გაიფორმოს ჰეთ-ტრიკი ყოველ მატჩში, თუ მოისურვებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიონელთან და ინიესტასთან გამარჯვების მისალოცად მივედი.” – განაცხადა ფლორესმა.
