კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ ლა ლიგის XVI ტურის მატჩში, “ესპანიოლთან” – თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
გოლი, რომელიც ლეომ 90-ე წუთზე გაიტანა, მისთვის 2016 წელს საკლუბო დონეზე 51-ე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტოპ-5 ლიგის ფეხბურთელებს შორის, არგენტინელმა ყველაზე მეტი გაიტანა.
რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას, მესიმ 2016 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისური 11-ჯერ მოირგო, თავი კი 8 გოლით (7 საგოლე პასი) გამოიჩინა.
საერთო ჯამში მიმდინარე წელს მესიმ 62 შეხვედრა ჩაატარა, მის აქტივში 59 გატანილი გოლი, 33 საგოლე პასი, 5 ჰეთ-ტრიკი და კლუბთან ერთად მოგებული 3 ტიტულია.

რონალდუს რამდენი გოლი აქვს 2016ში??
ისე დრიბლინგებს არავინ ითვლის ?
ეგებ თავისი რეკორდი მოხსნას 91 გოლი ^_^ 😀
შევეცი ოქროს ბურთს, ფაქტი სახეზეა ვინ არის საუკეთესო , საუკეთესო მაჩვენებლებით