“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბისთვის ლამაზი თამაში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გამარჯვება.
“ბარსელონას” ფილოსოფიის უნდა გვჯეროდეს, მხოლოდ გამარჯვება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გავაკეთებთ ამას და რამდენად ხშირად.
მოგება ყველა შესაძლო გზით – ჩვენი სტილი არ არის. გუნდის ფილოსოფიამ უნდა იცოცხლოს.” – განაცხადა ინიესტამ.
