“მანჩესტერ სიტის” გოლკიპერი, კლაუდიო ბრავო არ არი დარწმუნებული, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო “ქალაქელთა” რიგებში გადასვლით.
როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ბრავომ მეგობრებთან საუბრის დროს თქვა, რომ ის ნანობს “ბარსელონას” დატოვების გადაწყვეტილების მიღებას. გოლკიპერს არანაირად შეუძლია ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტირება და მას იქაური ამინდი არ მოსწონს.
ბრავომ მიმდინარე სეზონში, ინგლისურ პრემიერ-ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად სამჯერ შეინახა.



