მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” აპირებს, რომ მესის წელიწადში 35 მლნ ევრო შესთავაზოს

“ბარსელონა” აპირებს, რომ მესის წელიწადში 35 მლნ ევრო შესთავაზოს

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობს.

კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუსა და მის თანამშრომლებს ესმით, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს სათანადო ფინანსური პირობები უნდა შესთავაზონ. მესის მომსახურებით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული და მზად არიან მას ასტრონომიული თანხა გადაუხადონ.

როგორც AS იტყობინება, ბართომეუ აპირებს მესის წელიწადში ხელფასის სახით 35 მილიონი ევრო, გადასახადების დაქვითვის გარეშე, შესთავაზოს (70 მლნ ევრო გადასახადების გათვალისწინებით). ამ მომენტისთვის მესი წელიწადში 24 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე სეზონიდან კი ეს თანხა 29 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რადგან კლუბმა თავის თავზე აიღო ქვეყნის საგადასახადო სამსახურისთვის ფულის გადახდის აუცილებლობა, რომელიც მესის უნდა გადაეხადა, რადგან არგენტინელი 2010-დან 2013 წლამდე მოგების გამო გადასახადებს თავს არიდებდა.

ამ მომენტისთვის წელიწადში, დაახლოებით 35 მილიონ ევროს იღებს “ბარსელონას” თავდამსმხელი, ნეიმარი. ბრაზილიელს ასეთი თანხა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც მან კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ამგვარად, მესის და ნეიმარის ერთად აღებული წლიური ხელფასი, გადასახადების დაქვითვით, 140 მილიონ ევროს შეადგენს. “ბარსელონას” წლიური ბიუჯეტი კი დაახლოებით 695 მილიონ ევროს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში