მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: “ბარსელონა” და სრნა შეთანხმდნენ

MD: “ბარსელონა” და სრნა შეთანხმდნენ

El Mundo Deportivo იტყობინება, რომ “ბარსელონამ” დონეცკის “შახტარის” მარჯვენა მცველთან, დარიო სრნასთან კატალონიურ კლუბში მისი ტრანსფერის თაობაზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხორვატი მცველი “ბლაუგრანას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდება და 2018 წლის ზაფხულამდე კონტრაქტს გააფორმებს.

მხარეებს მხოლოდ ფინანსური საკითხების მოგვარება დარჩათ. თავად სრნამ დაადასტურა, რომ “შახტარის” პრეზიდენტი რინატ აჰმეტოვი მზადაა ის ესპანეთში უფასოდ გაუშვას.

მიმდინარე სეზონში სრნამ უკრაინის ჩემპიონატში 13 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში