წარსულში ცნობილმა რუმინელმა ფეხბურთელმა, გეორგ ჰაჯიმ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დაპირისპირება, სახელგანთქმული ჩოგბურთელების ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის მეტოქეობას შეადარა.
“მესი და რონალდუ – ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს ცხოვრებას ბედნიერს ხდიან. ჩვენ ორი შესანიშნავი მოთამაშის ეპოქაში ვცხოვრობთ. ერთი ტექნიკურ ოსტატობას ფლობს, ხოლო მეორე – სიმძლავრეს. შეიძლება გქონდეს შესანიშნავი ტანი, მაგრამ ყველაფერი ტვინზეა დამოკიდებული.
მესი უზომოდ კრეატიული და საოცრად ტექნიკურია, ის ნამდვილი თვითნაბადია. ჩოგბურთთან პარალელს გავავლებ და ვიტყვი, რომ ფედერერი – ლეოა, ხოლო რონალდუ – ჯოკოვიჩი.” – განაცხადა ჰაჯიმ.
