ევროპის ტოპ-კლუბები “ბენფიკის” მეკარით ედერსონ მორაესით დაინტერესდნენ. 23 წლის ბრაზილიელს კატალონიის “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” სკაუტები აკვირდებიან.
კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს მეკარემ კარგი შთაბეჭდილება დაუტოვა. მისი თამაში დადებითად შეაფასა “მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამაც.
პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში, ედერსონმა კარი მშრალად 5-ჯერ შეინახა.
