“ბარსელონას” მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ “რეალთან” მატჩში (1:1), მატეო კოვაჩიჩთან მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
“მატჩის დროს ნათქვამი სიტყვები კონტექსტიდან ყოველთვის ამოვარდნილია. რაც იყო, ის იყო. ყველა, ვინც ჩემზე გასულ კვირას ცუდს ლაპარაკობდა, მაქებს, რადგან “ოსასუნასთან” მატჩში ორი საგოლე გადაცემა გავაკეთე.” – ციტირებს ალბას Marca.
ესპანელმა ფეხბურთელმა კოვაჩიჩს უთხრა: “მოკეტე და ესპანურად საუბარი ისწავლე, სულელო.”
