ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, კატალონიის “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფეხბურთელს არ შეიძენს, იტყობინება ესპანური ინტერნეტ-გამოცემა Sport.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ალეიშ ვიდალის მომავალთან დაკავშირებით: ბოლოს ხსენებულს “ბარსელონა” ტრანსფერზე არ დააყენებს და შესაბამისად მისი შემცვლელის ყიდვა საჭირო არ იქნება.
სეზონის მსვლელობისას მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ ვიდალს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი კატალონიური კლუბის დატოვება, რადგან მთავარი მწვრთნელის ნდობით არ სარგებლობს.
თავად ალეიშმა აღნიშნა, რომ დარჩენასა და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აპირებს. ვიდალმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
