მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “ბარსელონას” ყველაფრის გამოსწორების დრო აქვს”

ჩავი: “ბარსელონას” ყველაფრის გამოსწორების დრო აქვს”

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა აღნიშნა, რომ არადამაკმაყოფილებელი შედეგებისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. მისი აზრით, კატალონიელებს “რეალთან” 6-ქულიანი სხვაობის შემცირება და ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ლეგენდარულმა ესპანელმა “ბლაუგრანას” ახალწვეულთა თამაშიც შეაფასა, რომლებიც გუნდს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდნენ.

“ჩემ დროს “ბარსელონას” უფრო სერიოზული პრობლემებიც ჰქონია, მაგრამ ამას ტიტულების მოგებაში ხელი არ შეუშლია. ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან მხოლოდ 14 ტურია ჩატარებული. “რეალი” ძლიერია, მაგრამ “ბლაუგრანას” ყველაფრის გამოსწორების დრო აქვს. რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაკარგა გუნდმა ამდენი ქულა სახლში. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ რომ, გუნდი სიტუაციას გამოასწორებს.

“ბარსელონას” სტილი არ შეუცვლია. გუნდი კვლავ თავის ფილოსოფიას მისდევს. ახალ ფეხბურთელებს ამ სისტემის გაგება ჭირდებათ, რომლის სწავლაც მარტივი არაა – ეს გარკვეულ ძალისხმევას, დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

გუნდში ძლიერი მოთამაშეები მოვიდნენ – იგივე გომეში ან ალკასერი. მათ სისტემის გაგებისთვის დრო ჭირდებათ. თავდაპირველად ბევრი რამ არც რაკიტიჩს გამოსდიოდა.” –განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში