მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სილესენი: “სწავლასა და განვითარებას ვაგრძელებ”

სილესენი: “სწავლასა და განვითარებას ვაგრძელებ”

იასპერ სილესენმა, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში “გლადბახის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, კატალონიის “ბარსელონაში” ადაპტაციაზე ისაუბრა.

“თავს შესანიშნავად ვგრძნობ, სასიამოვნო იყო სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა და კარის მშრალად შენახვა. “ბარსელონაში” გადმოსვლამდე ვიცოდი, თუ რა მელოდებოდა. სწავლასა და გაუმჯობესებას ვაგრძელებ – სწორედ ამისთვის ვარ აქ. სისულელე იქნება იმის თქმა, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მომწონს.

ესპანურ ენასთან დაკავშირებით საქმე არც თუ ისე კარგადაა. სიტყვათა უმეტესობა მესმის, მაგრამ საუბარი ჯერ კიდევ მიჭირს. გაკვეთილი კვირაში სამჯერ მაქვს და ვიმედოვნებ, რომ შობის შემდეგ ჩემი ცოდნა გაუმჯობესდება.” – განაცხადა სილესენმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში