“ბარსელონას” მცველმა, ხავიერ მასკერანომ სამუელ უმტიტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. არგენტინელი ფეხბურთელის აზრით, კატალონიური კლუბი სწორად მოიქცა, როცა ფრანგი ახალგაზრდა შეიძინა.
“მე და უმტიტი მოედანზე ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ამ 3-4 თვის განმავლობაში სამუელმა დაამტკიცა, რომ ის “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.” – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Marca.
უმტიტი ესპანურ გრანდს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა. აქამდე ფრანგი “ლიონის” ღირსებას იცავდა. ჯერ-ჯერობით სამუელმა პრიმერა დივიზიონის მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
